თავში

მეგრელიშვილზე და ხვიჩიაზე მხოლოდ კარგ "კომედი შოუში" ვისაუბრებ - ბოკერია

მეგრელიშვილზე და ხვიჩიაზე მხოლოდ კარგ
მეგრელიშვილზე და ხვიჩიაზე მხოლოდ კარგ კომედი შოუში ვისაუბრებ - ბოკერია

ვახო მეგრელიშვილზე და იაგო ხვიჩიაზე მხოლოდ რომელიმე კარგ "კომედი შოუში" თუ დამიძახებენ, იქ ვისაუბრებ. ამ ხალხზე სერიოზულ საუბარს არ ვაპირებ, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

"რაც შეეხება "გირჩსა" და ელისაშვილს, მათ არც დაუწერიათ განცხადება მანდატების შეჩერების თაობაზე, შესაბამისად, ვერც იქნებიან ისინი ამ განცხადების ნაწილი ფიზიკურად. ეს არის იმათი, ვინც ამ მანდატების შეჩერებაზე შეიტანა განცხადება და რომელთა მიმართებითაც გრძელდება სპეკულაციები",- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, დღეს, ოპოზიციურმა პარტიებმა საერთო განცხადება გაავრცელეს და "ქართულ ოცნებას" მოუწოდეს, დროულად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system