თავში

იგეგმება თუ არა მთავრობის მეთაურის ცვლილება - თალაკვაძის განმარტება

იგეგმება თუ არა მთავრობის მეთაურის ცვლილება - თალაკვაძის განმარტება
იგეგმება თუ არა მთავრობის მეთაურის ცვლილება - თალაკვაძის განმარტება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით მმართველ გუნდში არანაირ ცვლილებაზე მსჯელობა არ მიმდინარეობს. 

რაც შეეხება ცვლილებებს მინისტრთა კაბინეტში, თალაკვაძის თქმით, ეს გიორგი გახარიას კომპეტენციაა. 

,,ჩვენ არ განვიხილავთ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით არანაირ ცვლილებას, რაც შეეხება მთავრობის კაბინეტში ცვლილებას, ეს არის პრემიერ- მინისტრის კომპეტენცია, მას ამ პერიოდში არ მოუმართავს და ალბათ გასაკვირიც იქნებოდა რომ მოემართა, იმიტომ რომ სულ ახლახან წარმოადგინა კაბინეტი და პარლამენტმა მის მიერ წარმოდგენილ კაბინეტს ნდობა გამოუცხადა. მე აქვე მინდა ერთი რამ დაგიზუსტოთ, რომ თანამდებობა არც ერთი ჩვენი თანაგუნდელის თვითმიზანი არ გახლავთ, ჩვენთვის ეს არის საშუალება, რომ მივაღწიოთ იმ მიზნებს და გადავჭრათ ის ამოცანები, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ,,ღამის კურიერში".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system