თავში

იგეგმებოდა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირება - ღარიბაშვილი

იგეგმებოდა ფართომასშტაბიანი - ღარიბაშვილი
იგეგმებოდა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირება - ღარიბაშვილი

იგეგმებოდა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირება. მათი მიზანი იყო, რომ სახელმწიფოს უნდა გამოეყენებინა ძალა, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ეს არ დავუშვით - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. 

"მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, როგორ განვითარდა მოვლენები და როგორ მოვედით აქამდე. მე, 5 ივლისს, მთავრობის სხდომაზე წინასწარ განვაცხადე, რომ იგეგმებოდა ძალიან დიდი, მასშტაბური პროვოკაცია ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის წინააღმდეგ.

მე კონკრეტული სახელი და გვარიც ვთქვი, ვინც ამ რადიკალური შეთქმულების უკან დგას. ეს არის სააკაშვილი და მისი რაიკალური ჯგუფი.

კითხვა დაისვა, თუ რა კავშირი ჰქონდა ლგბტ თემის ღონისძიებას კონკრეტულად სააკაშვილთან.

მაშინ მე განვმარტე, რომ ამ ღონისძიების ორგანიზატორი და მხარდამჭერი იყო მოძრაობა "სირცხვილია", რომელიც მთლიანად იმართება სააკაშვილის ორგანიზაციების მიერ. ეს არის დადასტურებული ფაქტი, მეგობრებო. 

ასევე მინდა გითხრათ, რომ იგეგმებოდა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო დაპირისპირება. მათი მიზანი იყო, რომ სახელმწიფოს უნდა გამოეყენებინა ძალა, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ.

რა თქმა უნდა, ჩვენ ეს რისკები წინასწარ გვქონდა შეფასებული და ეს ჩვენ არ დავუშვით" - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system