თავში

იქნება პროტესტი, აქციები სხვადასხვა ქალაქში - გია ბარამიძე

იქნება პროტესტი, აქციები სხვადასხვა ქალაქში - გია ბარამიძე
იქნება პროტესტი, აქციები სხვადასხვა ქალაქში - გია ბარამიძე

გია ბარამიძე პოლიტიკურ აქციებს აანონსებს. "ნაციონალური მოძარობის" წევრის თქმით, არჩევნების შედეგებს, რომელიც მეორე ტურის შემდეგ გამოქვეყნდა, აქციები და პროტესტის გამოხატვა უნდა მოყვეს. მისი თქმით, ხელისუფლებას არ აქვს მორალური და პოლიტიკური საფუძველი.

ბარამიძე ამბობს, რომ მმართველობის რეჟიმი არის არალეგიტიმური და ის უნდა შეიცვალოს.

"სასწრაფოდ, ხვალ თუ არა, ყველაზე გვიან ზეგ გრანდიოზული აქცია, ამ აქციის შემდეგ არასდროს არ დაშლა და გაგრძელება, კარვები იქნება ეს, პროტესტი, სხვადასხვა ქალაქში აქციები. ყველგან მარტო დატოვება ამ რეჟიმისა. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის ის მშვიდობიანი რევოლუცია, რომელიც პრინციპში დაიწყო მიხეილ სააკაშვილმა თავისი თავგანწირვითა და თავდადებით.

ამ კაცმა ყველას გვანახა, როგორ უნდა სამშობლოსთვის თავგანწირვა. ჩემი კოლეგები არ თუ ვერ ამბობდნენ, თუ არ რისკავდნენ ამას, რა თქმა უნდა, მოვუწოდებ მას, უკვე დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შიმშილობა. მან რაც შეეძლო ამ შიმშილობით გააკეთა. ხალხს აჩვენა თავგანწირვა. ჩემო ძმაო, ჩემო მიშა, შენ გვჭირდები ცოცხალი. პუტინს და ივანიშვილს უნდა რომ შენ მოკვდე, შენ მტრის ჯინაზე არ უნდა მოკვდე. ამიტომ, შენმა თავგანწირვამ, ბრძოლამ ყველა განაცვიფრა", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ "პირველ არხთან" ინტერვიუში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system