თავში

დეპუტატები შრომის კოდექსში ცვლილებებზე იმსჯელებენ

დეპუტატები შრომის კოდექსში ცვლილებებზე იმსჯელებენ
დეპუტატები შრომის კოდექსში ცვლილებებზე იმსჯელებენ

დღეს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილებებზე იმსჯელებენ. კანონპროექტი, რომლის ავტორიც დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია, მიზნად ისახავს დასაქმებულთა უფლებების დაცვას.

შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებში გაწერილია 40-საათიანი სამუშაო დრო, ასევე, ცვლილებაა დეკრეტული შვებულების ანაზღაურებაში. კოდექსით დარეგულირდება სტაჟირების დროც.

კანონპროექტი ხვალ, პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე გავა.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ კანონპროექტი მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს.

,,საკმაოდ მრავლისმომცველი დოკუმენტია. მოიცავს როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს, ასევე დეკრეტული შვებულების საკითხს, სადაც მამის კომპონენტი შემოდის. არის სამუშაო დროის რეგულირება, სამუშაო ადგილებზე დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის თანამშრომლობის საკითხები, სტაჟირების მექანიზმები, ასევე არის აღსრულების მექანიზმები, სანქციები და შრომის ინსპექციის სამართლებრივი მექანიზმები, რათა ყველაფერი იყოს აღსრულებადი და არ დარჩეს ქაღალდზე. ძალიან ფუნდამენტური რეფორმაა და იმედი მაქვს, რომ პარლამენტში უმრავლესობა დაუჭერს მხარს“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system