თავში

"იმედი მაქვს, რომ კიდევ ვითანამშრომლებთ" - ღარიბაშვილი

"იმედი მაქვს, რომ კიდევ ვითანამშრომლებთ" - ღარიბაშვილი
იმედი მაქვს, რომ კიდევ ვითანამშრომლებთ - ღარიბაშვილი

ჩვენ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ერთად ვიყავით და უბრალოდ, მას აქვს თავისი ხედვა, გეგმები, ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე საუბარი და იმედი მაქვს, რომ კიდევ ვითანამშრომლებთ სხვა პროექტებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კახა კუჭავაზე საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა კახა კუჭავას მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის.

"პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ჩვენთვისაც გულდასაწყვეტი იყო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ კახამ მიიღო და ეს მისი გადაწყვეტილებაა. მას მინდა მადლობა გადავუხადო, როგორც გუნდის წევრს და პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს გაწეული საქმიანობისთვის. ჩვენ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ერთად ვიყავით და უბრალოდ, მას აქვს თავისი ხედვა, გეგმები, ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე საუბარი და იმედი მაქვს, რომ კიდევ ვითანამშრომლებთ სხვა პროექტებში.

რაც შეეხება ახალ თავმჯდომარეს, ბატონ შალვას მინდა წარმატება ვუსურვო. იგი არის უაღრესად განათლებული, წესიერი, კვალიფიციური კადრი და ჩვენი გუნდის ერთგული წევრი. მჯერა, რომ იგი იქნება პარლამენტის წარმატებული და ეფექტური თავმჯდომარე.

შეიძლება ამას დავარქვათ როტაცია, შეიძლება ამას დავარქვათ ბუნებრივი პროცესი. საბოლოო ჯამში, გუნდი არის ერთიანი, ეს არის „ქართული ოცნება“, ეს არის გუნდი. აქ პიროვნებებზე ნაკლები აქცენტი უნდა გაკეთდეს", - აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარეობა დატოვა. მას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილი შეცვლის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system