თავში

"იმედია, ამ სიტყვამ თქვენს ყურამდე მოაღწია" - მიხეილ სააკაშვილი

"იმედია, ამ სიტყვამ თქვენს ყურამდე მოაღწია" - მიხეილ სააკაშვილი
იმედია, ამ სიტყვამ თქვენს ყურამდე მოაღწია - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს და მხარდამჭერებს მიმართავს:

"დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს გავლით იყვნენ ციხესთან და ბედმა გამიღიმა, შევძელი მათთვის დამეყვირა - "მიყვარხართ" და იმედია, ამ სიტყვამ თქვენს ყურამდე მოაღწია.

დიახ, მიყვარხართ ყველა თავისუფლებისმოყვარე ქართველი და მიყვარხარ საქართველო!

შეიძლება ყოველდღე ფიზიკურად ვსუსტდებოდე, მაგრამ მორალურად ნამდვილად ასევე ყოველდღე ვძლიერდები", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, რუსთავის ციხეში მყოფი სააკაშვილი დღეს აქციის მონაწილეებს ციხის საკნიდან მიესალმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 21-ე დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system