თავში

იმიტომ წამოვედი იქიდან, რომ ოცნება და ნაცები ძალიან ემსგავსებიან ერთმანეთს - გიორგი გახარია

იმიტომ წამოვედი იქიდან, რომ ოცნება და ნაცები ძალიან ემსგავს
იმიტომ წამოვედი იქიდან, რომ ოცნება და ნაცები ძალიან ემსგავსებიან ერთმანეთს - გიორგი გახარია

გიორგი გახარიამ პარტიის "საქართველოსთვის" რაიონული ოფისი ხარაგაულში გახსნა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია წარსულზე აპელირება დასრულდეს და საქმეები მომავლისთვის გაკეთდეს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი მისი მმართველობის ფორმით ძალიან ემსგავსება "ნაციონალურ მოძრაობას", რაც მიუღებელია. გახარიას თქმით, ამ არჩევნებმა ეს საკითხი უნდა დაასრულოს. 

"ბევრი კარგი საქმე გაკეთდა ბოლოს წლების განმავლობაში, ოცნებაში ბევრი კარგი და ღირსეული ადამიანი დავტოვეთ... მაგრამ ეს მოგწონს ეს თუ არ მოგწონს, და სამწუხაროდ მეც იმიტომ წამოვედი იქიდან, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით წელიწადი - წელიწადნახევარი, ოცნება და ნაცები ძალიან ემსგავსებიან ერთმანეთს და ახლაც როგორც იქცევიან ესეც ძალიან ემსგავსება ერთმანეთს. ამიტომ ჯერ ერთი უნდა დავამარცხოთ და მერე მეორეს მივხედოთ“ - განაცხადა გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system