თავში

ინაშვილი: გთხოვთ, ბოლომდე ნუ ჩავიძირებით ფსკერზე

ინაშვილი: გთხოვთ, ბოლომდე ნუ ჩავიძირებით ფსკერზე
ინაშვილი: გთხოვთ, ბოლომდე ნუ ჩავიძირებით ფსკერზე

პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს რომ წითელი პარასკევის მილოცვა გაუნათლებლობაა, თუმცა, ზოგიერთი ჯგუფი ამას შეგნებულად აკეთებს. 

“დიდი თავმდაბლობით ვწერ, რომ წითელი პარასკევი ქრისტიანებისთვის უმძიმესი დღეა. ამ დღეს თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი თავი სიმბოლურად ჯვარს უნდა აცვას, გააანალიზოს მისი ცოდვები, მოინანიოს, დაიტიროს.

წითელი პარასკევის მილოცვა წარმოუდგენელი გაუნათლებლობაა, მაგრამ ზოგიერთი ჯგუფი ამას წლებია შეგნებულად აკეთებს. ვინც გაუაზრებლად აზიარებს ე.წ. მილოცვის ბარათებს, დაფიქრდეს. ბოლომდე ნუ ჩავიძირებით ფსკერზე, გთხოვთ”- წერს ირმა ინაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system