თავში

ინდოეთი საქართველოში დიდ პროექტებს ახორციელებს - სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი

ინდოეთი საქართველოში დიდ პროექტებს ახორციელებ
ინდოეთი საქართველოში დიდ პროექტებს ახორციელებს - სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი

"ინდოეთი საქართველოში დიდ პროექტებს ახორციელებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შესანიშნავი ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ნიშნულს მიაღწევს",- ამის შესახებ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით,. მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკური, ტურიზმისა და ვაჭრობის სფეროების მიმართულებით. 

"ჩვენი ურთიერთობები წარმატებულია. შევთანხმდით, რომ განვაგრძობთ ერთობლივ მუშაობას, რათა გამოვნახოთ თანამშრომლობის განვითარების გზები. მე ვიცე-პრემიერი ინდოეთში მოვიწვიე და ვთხოვე, რომ ბიზნეს დელეგაციით ეწვიოს ქვეყანას. აუცილებელია ინდოელმა ხალხმა მეტი გაიგოს საქართველოს შესახებ, განსაკუთრებით საქართველოს მაღალი რეიტინგების და ბიზნეს კეთების სიმარტივის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ვიზიტი, რომელიც ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტია საქართველოში, ხელს შეუწყობს თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლას და საქართველოს და ინდოეთის შესანიშნავი ურთიერთოებები კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავა”- განაცხადა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system