თავში

იონათამიშვილი: ვიდეოდრამა, რომელიც ვნახეთ, იმდენად არასერიოზულია, მეუხერხულება კომენტარის გაკეთება

იონათამიშვილი: ვიდეოდრამა, რომელიც ვნახეთ, იმდენად არასერიოზულია, მეუხერხულება კომენტარის გაკეთება
იონათამიშვილი: ვიდეოდრამა, რომელიც ვნახეთ, იმდენად არასერიოზულია, მეუხერხულება კომენტარის გაკეთება

"ამ ადამიანის მუდმივი საუბრები დაბრუნებაზე, ასევე ის სარეკლამო ვიდეოდრამა, რომელიც ვნახეთ, იმდენად არასერიოზულია, რომ ამაზე ნამდვილად მეუხერხულება რაიმე კომენტარის გაკეთება,"- ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" ტავმჯდომარემ განაცხადა.

"როდესაც ის შეცდომებზე საუბრობს, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ეს სინამდვილეში არის, არა შეცდომები, არამედ დანაშაული, რომელიც აღიარებულია, როგორც ქართული მართლმსაჯულების, ასევე ევროპული სასამართლოს მიერ, ასე რომ მართლაც ჩამოვიდეს,“- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო გაავრცელას, სადაც ის საუბრობს: "შეცდომები, რა თქმა უნდა, იყო და იყო ძალიან მძიმე შეცდომებიც, მაგრამ ღმერთია მოწამე, ყველაფერი საუკეთესო მინდოდა ჩემი ხალხისთვის."

მიმართვის დასასრულს, სააკაშვილის ამბობს, რომ ის ბრუნდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system