თავში

იონათამიშვილი: ოპოზიციისგან მხოლოდ პიროვნული შეურაცხყოფა მოვისმინეთ

იონათამიშვილი: ოპოზიციისგან მხოლოდ პიროვნული შეურაცხყოფა მოვისმინეთ
იონათამიშვილი: ოპოზიციისგან მხოლოდ პიროვნული შეურაცხყოფა მოვისმინეთ

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა მმართველი გუნდის მიერ წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არჩევანი ღირსეულ პოლიტიკოსებზე შეჩერდა. რატი იონათამიშვილის თქმით, მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი კანდიდატები გამარჯვებას პირველსავე ტურში მოიპოვებენ. 

დეპუტატის თქმით, ოპოზიციის მხრიდან წარდგენილი კანდიდატების მიმართ საქმიანი კრიტიკა ვერ მოისმინა, რაც ნიშნავს, რომ ოპოზიცია დამარცხებას უკვე შეეგუა. 

,,იყო მხოლოდ პიროვნული შეურაცხყოფები, რაც იმას ნიშნავს, რონ ისინი შეგუებულები არიან, რომ ამ არჩევნებზე დამარცხდებიან. დარწმუნებული ვარ და უკვე ფაქტია, რომ ჩვენი მაჟორიტარების უმეტესობა პირველივე ტურში მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას," - ამბობს იონათამიშვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system