თავში

იყრის თუ არა კენჭს მეორედ - კახა კალაძის გადაწყვეტილება

იყრის თუ არა კენჭს მეორედ - კახა კალაძის გადაწყვეტილება
იყრის თუ არა კენჭს მეორედ - კახა კალაძის გადაწყვეტილება

კითხვაზე, იყრის თუ არა კენჭს მეორედ, თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ამაზე საუბარი ჯერ ადრეა.  

ის ყურადღებას ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ამახვილებს და ამბობს, რომ პრობლემები სტრესმა და გადატვირთულმა გრაფიკმა გამოიწვია. 

მისივე თქმით, გუნდან ერთად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რადიკალურად შეცვალოს დედაქალაქში არსებული ვითარება. 

„ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. მით უფრო, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები მქონდა. ესეც გამოწვეულია იმ საგიჟეთიდან, სტრესული ვითარებიდან, სამუშაოდან, რაც ხდება დღე და ღამის განმავლობაში! კი არ ვტრაბახობ, ძალიან ბევრჯერ, ეს მნიშვნელოვანი პროექტები რომ ხორციელდება, ღამის ორ-სამ საათზე მიწევდა გასვლები, რათა გადამემოწმებინა, ვინმე ხომ არ „ახალტურებს“ რაღაცას, ბევრს ვფიქრობთ, ვმუშაობთ, მაგრამ მარტო მე არ ვარ ამ ყველაფერში. მყავს ახალგაზრდების ძალიან დიდი გუნდი, ვინც ჩემთან ერთად ამ სამი წლის განმავლობაში მაქსიმალურად ცდილობს და ვაკეთებთ საქმეს, რათა რადიკალურად შევცვალოთ, ქალაქში არსებული ვითარება“, - განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system