თავში

ირაკლი ჩიქოვანი: ზუსტად ერთ საათში ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდება

ირაკლი ჩიქოვანი: ზუსტად ერთ საათში ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდება
ირაკლი ჩიქოვანი: ზუსტად ერთ საათში ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდება

ე.წ. კომენდანტის საათის ამოქმედებამდე ერთი საათი რჩება. მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდეს მოქალაქეებს დაიცვან შეზღუდვები, რომელიც საგანგებო რეჟიმის პირობებში ამოქმედდა. პრემიერის პრესსპიკერის განცხადებით ის ვინც არ დაემორჩილება წესებს კანონის შესაბამისად დაჯარიმდება. ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 3000 ლარს შეადგენს, იურიდიული პირის შემთხვევაში კი 15 000 ლარს.

"ზუსტად ერთ საათში, 21 საათზე საქართველოში ამოქმედდება ე.წ. კომენდანტის საათი რაც მნიშნავს იმას რომ დღეს საღამოს 9 საათიდან ხვალ დილით 6 საათამდე არის აკრძალული გადაადგილება როგორც ქვეითად ასევე სატრანსპორტო საშუალებებით,"-განაცხადა პრემიერის პრესსპიკერმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system