თავში

ირაკლი ღარიბაშვილი: პარლამენტში ოპოზიციასთან სასაუბროდ არ მივდივარ

ირაკლი ღარიბაშვილი: პარლამენტში ოპოზიციასთან სასაუბროდ არ მივდივარ
ირაკლი ღარიბაშვილი: პარლამენტში ოპოზიციასთან სასაუბროდ არ მივდივარ

პარლამენტში ოპოზიციასთან სასაუბროდ არ მივდივარ,- ამის შესახებ განცხადება თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. 

„მე მათთან აბსოლუტურად არაფრი მაქვს სალაპარაკო. მე პარლამენტში თუ წარვდგები, მათთან სალაპარაკოდ არ მივდივარ, მე მივდივარ იმის გამო, რომ პარლამენტის და ინსტიტუციის მიმართ უნდა დავადასტურო პატივისცემა და ჩემი ვალდებულება მოვიხადო, ასევე ანგარიში ჩავაბარო ხალხს და დეპუტატებს.

ჩემთვის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ჩემი ქვეყნის ტერიტორიები დაგვაკარგინა, შემოიყვანა რუსული ჯარი, რომელიც ამ ქვეყნიდან გასული იყო, რომელმაც ჩააბარა კოდორი, 100-ზე მეტი სოფელი, ათასობით ადამიანი გახადა დევნილი, მე ამ ძალას არ აღვიქვამ ოპოზიციურ ძალად, ისინი არიან დესტრუქციული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და მტრული ძალა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პარლამეტში "მინისტრის საათის" ფორმატში მიდის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system