თავში

ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის ელჩს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის ელჩს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის ელჩს შეხვდა

საქართველოსა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო გეგმები ის თემები იყო, რაზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და უკრაინის ელჩმა საქართველოში, იგორ დოლგოვმა თავდაცვის სამინისტროში იმსჯელეს.

გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატის შექმნაზეც ისაუბრეს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სტრატეგიული მიმართულებები მიმოიხილეს.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას უკრაინის თავდაცვის ატაშე, გენერალი იგორ ოსტა პენკო დაესწრო.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system