თავში

ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში დაიწყო

ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში დაიწყო
ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში დაიწყო

ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი კიევში დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ლვოვის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინელი კოლეგა დენის შმიგალი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ანდრეი ტარანი, მინისტრთა კაბინეტის მინისტრი ოლეგ ნემჩინოვი, ლვოვის რეგიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ კოზიცკი, ლვოვის მერი ანდრეი სადავოი, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში თეიმურაზ შარაშენიძე დახვდნენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად გაიმართა ტრადიციული ცერემონია.

ხვალიდან, ოფიციალური შეხვედრები კიევში გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს და უმაღლესი რადას თავმჯდომარეს დმიტრო რაზუმკოვს შეხვდება. მთავრობის მეთაური ასევე მონაწილეობას მიიღებს ყირიმის პლატფორმის სამიტში, რომელსაც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი ესწრება.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system