თავში

ირაკლი ღარიბაშვილმა კახა კალაძეს გამარჯვება მიულოცა

ირაკლი ღარიბაშვილმა კახა კალაძეს გამარჯვება მიულოცა
ირაკლი ღარიბაშვილმა კახა კალაძეს გამარჯვება მიულოცა

ირაკლი ღარიბაშვილმა მეორე ტურის "ქართული ოცნების" გამარჯვებით დასრულება იზეიმა. მან მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, მმართველმა გუნდმა ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვა.

"მინდა, ყველას მოგილოცოთ მეორე ტურის გამარჯვებით დასრულება. დიდი მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, მადლობა ჩვენს ქალაქს ყველაფრისთვის. ძალიან კარგად და მშვიდად ჩატარდა არჩევნები. წინასწარი მონაცემების მიხედვით, ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვეთ. ჩვენ მშვიდად უნდა დაველოდოთ საბოლოო მონაცემების გამოცხადებას. მინდა, მივულოცო კახა კალაძეს გამარჯვება თბილისის მერის თანამდებობაზე. ასევე მინდა, მივულოცო ყველა მერს, ყველა ჩვენს კანდიდატს, მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system