თავში

ირაკლი ღარიბაშვილზე კითხვები გადადგომასთან დაკავშირებით არასერიოზულია - კობახიძე

ირაკლი ღარიბაშვილზე კითხვები გადადგომასთან დაკავშირებით არასერიოზულია - კობახიძე
ირაკლი ღარიბაშვილზე კითხვები გადადგომასთან დაკავშირებით არასერიოზულია - კობახიძე

ირაკლი ღარიბაშვილზე კითხვები გადადგომასთან დაკავშირებით არასერიოზულია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა იმ ადამიანებმა უნდა იკისრონ, რომლებიც გარდაცვლილი ოპერატორის ხარჯზე პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ.

„რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, კითხვები გადადგომასთან დაკავშირებით არასერიოზულია და ამასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. პასუხისმგებლობა უნდა იკისრონ იმ ადამიანებმა, რომლებიც მუდმივად ცდილობენ გარდაცვლილი ადამიანების ხარჯზე პოლიტიკური ქულები დაიწერონ.

ჩვენი მთავარი ამოცანაა გამოძიება, გამოძიების ბოლომდე მიყვანა. სამწუხაროდ, არ არის მიზანშეწონილი ყველა დეტალის გამჟღავნება. ეს ადამიანები - ნოდარ მელაძე, „ჭუტა“ და ნიკა გვარამია მორალური ფსკერი არიან. „ჭუტა“, მელაძე და გვარამია მედია არ არის“, - განაცხადა კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system