თავში

ირაკლი კობახიძე აქციის მონაწილეებზე: კაპიტოლიუმში რომ შეიჭრან, რა მოყვება ამას?

ირაკლი კობახიძე აქციის მონაწილეებზე: კაპიტოლიუმში რომ შეიჭრან, რა მოყვება ამას?
ირაკლი კობახიძე აქციის მონაწილეებზე: კაპიტოლიუმში რომ შეიჭრან, რა მოყვება ამას?

ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტში შეჭრას, პოლიტპატიმრებად ვერ ჩაითვლებიან - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერმა და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პარლამენტში შეჭრის მცდელობა კანონდარღვევა იყო, რის გამოც დაკავებული პირები პოლიტპატიმრები არ არიან.

„დაახლოებით 6 თვის წინ ჩვენ ვიხილეთ პარლამენტში შეჭრის მცდელობა. თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთი რამ რომ მოხდეს რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში, მაგალითად, ამერიკის შეერტებულ შტატებში - კაპიტოლიუმში რომ შეიჭრან, რა მოყვება ამას? ამ ადამიანებს, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტში შეჭრას, დღეს უწუდებენ პოლიტპატიმრებს. ყველაფერი არის დღესავით ნათელი. ისინი ვერ ჩაითვლებიან პოლიტპატიმრებად, რადგან ცხადად დაირღვა კანონი“,- განაცხდა კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system