თავში

ირაკლი კობახიძე: არჩევნების გადადების საფუძველი არ არსებობს

ირაკლი კობახიძე: არჩევნების გადადების საფუძველი არ არსებობს
ირაკლი კობახიძე: არჩევნების გადადების საფუძველი არ არსებობს

"არჩევნების გადადების არანაირი საფუძველი არ არსებობს და ოპოზიციის მხრიდან აღნიშნული განცხადებების გაკეთება სხვა არაფერია თუ არა საარჩევნო კაპიტულაცია და სასოწარკვეთილების გამოხატულება", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, შინაარსში მსგავსი მოთხოვნის მატარებელი მესიჯები არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ნიშნავს ოპოზიციის მხრიდან სრულ კაპიტულაციას.

"ისინი ხედავენ, რომ რეალურად არავითარი შანსი არ აქვთ იმისა, რომ წარმატებას მიაღწიონ ამ არჩევნებში, შესაბამისად, ორი კვირით ადრე უკვე გამოაცხადეს პრაქტიკული საარჩევნო კაპიტულაცია, ეს სხვა არაფერი არ არის.

რაც შეეხება არჩევნების გადადებას, ამის საფუძველი არ არსეობს. რა თქმა უნდა, როცა იყო კოვიდის პირველი ფაზა და პირველი ტალღა ამ შემთხვევაში, არაერთ ქვეყანაში ასეთი ზომა იყო მიღებული, თუმცა მეორე ტალღის პირობებში, არჩევნების გადადებაზე საუბარი არის მხოლოდ და მხოლოდ კაპიტულაციის გამოვლენა და თქვენ გახსოვთ, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტმა ტრამპმა გააკეთა მინიშნება არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით და ყველა ამის საწინააღმდეგოდ გამოვიდა და ყველა დაუპირისპირდა ამის შესაძლებლობასაც კი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნები გადადებულიყო, რომელიც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე დღეში ტარდება. როცა ვსაუბრობთ სასოწარკვეთილებაში გადავარდნილ პოლიტიკურ სუბიექტებზე, ესეც არის სასოწარკვეთილების მორიგი გამოვლინება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system