თავში

ირაკლი კობახიძე ბერა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს პატივისცემას უცხადებს

ირაკლი კობახიძე ბერა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშ
ირაკლი კობახიძე ბერა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს პატივისცემას უცხადებს

"ჩემი პატივისცემა ღირსეულ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს და ღირსეული ოჯახის ღირსეულ შვილს, ბერა ივანიშვილს!", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ Facebook-ზე დაწერა. 

მან სოლიდარობა გამოუცხადა გუშინ გავრცელებული ჩანაწერების ფიგურატებს და განაცხადა, რომ ჩანაწერების ფაბრიკაცია "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერაა.

"აშკარაა, რომ ნაციონალური მოძრაობა ვერ იშლის თავისას. უკანონო მოსმენა, ჩანაწერების ფაბრიკაცია, მორალური და ფიზიკური ძალადობა მათი ხელწერაა. ეს პარტია ვერ ამაღლდა და ვერც ვერასდროს ამაღლდება „კუდის" სიმაღლიდან, ანუ მორალური და პოლიტიკური ფსკერიდან. მთავარია, რომ ქართული საზოგადოება კვლავაც კარგად არჩევს თეთრსა და შავს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system