თავში

ირაკლი კობახიძე: ფარულად ახდენენ ამომრჩევლების მობილიზაციას

ირაკლი კობახიძე: ფარულად ახდენენ ამომრჩევლების მობილიზაციას
ირაკლი კობახიძე: ფარულად ახდენენ ამომრჩევლების მობილიზაციას

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძეს განცხადებით ოპოზიცია ფარულად, აქტიურად ახდენს ამომრჩევლის მობილიზებას მე-2 ტურში გასამარჯვებლად. 

კობახიძემ "ქართული ოცნების" ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდა, რათა მათ დამაჯერებლად შეძლონ გამარჯვება არჩევნების მე-2 ტურში. 

"დღეს ბოლომდე უნდა მივიყვანოთ გამარჯვება, რომელსაც 31 ოქტომბერს მილიონამდე ქართველმა ამომრჩეველმა ჩაუყარა მყარი საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ წინა არჩევნების მსგავსად უარი განაცხადა მე-2 ტურში მონაწილეობაზე შეგახსენებთ, რომ მათი გვარები რჩება ბიულეტინებზე. გარდა ამისა, ისინი ფარულად, აქტიურად მუშაობენ ამომრჩევლის მობილიზებაზე. შესაბამისად, ამომრჩეველს მოვუწოდებ მაქსიმალური აქტიურობისკენ", - განაცხადა კობახიძემ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system