თავში

ირაკლი კობახიძე: შეზღუდვების დატოვება აუცილებელია

ირაკლი კობახიძე: შეზღუდვების დატოვება აუცილებელია
ირაკლი კობახიძე: შეზღუდვების დატოვება აუცილებელია

ბუნებრივია, როდესაც უქმდება საგანგებო მდგომარეობა, გვჭირდება სამართლებრივი ჩარჩო, რათა ძალაში დავტოვოთ გარკვეული შეზღუდვები. ამ შეზღუდვების დატოვება არის აუცილებელი იმისათვის, რომ ჩვენ სათანადოდ განვაგრძოთ ბრძოლა ეპიდემიასთან, – ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა. დეპუტატმა „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებების მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ხვალ განიხილება კანონპროექტი, რომელიც უკავშირდება საზოგადოებრივ ჯანდაცვას. კანონპროექტის მიზანი არის შემდეგი – ბუნებრივია, როდესაც უქმდება საგანგებო მდგომარეობა, ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი ჩარჩო, რათა ძალაში დავტოვოთ გარკვეული შეზღუდვები. ამ შეზღუდვების დატოვება არის აუცილებელი იმისათვის, რომ ჩვენ სათანადოდ განვაგრძოთ ბრძოლა ეპიდემიასთან. ბუნებრივია, ჩვენ ვერ მივუშვებთ ვირუსს. არის მისაღები კონკრეტული ზომები და სწორედ ამ ზომების მიღების უზრუნველყოფას ემსახურება სამართლებრივი ცვლილებები. ყველაფერი დანარჩენი არის წმინდა წყლის სპეკულაციები და მე მოვუწოდებ ოპოზიციის წარმომადგენლებს იქნებიან ესენი ფრაქციები თუ დამოუკიდებელი დეპუტატები, თავი შეიკავონ სპეკულაციებისგან. მათ ძალიან კარგად იციან, რა არის ამ კანონის მიზანი და ისიც იციან, არათუ მიზანშეწონილი, არამედ აუცილებელია ამ კანონის მიღება, რათა საქართველოში არ გავრცელდეს ეპიდემია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system