თავში

ირაკლი კობახიძეს შეზღუდვების 15 ივლისამდე გაწერის იდეა აქვს

ირაკლი კობახიძეს შეზღუდვების 15 ივლისამდე გაწერის იდეა აქვს
ირაკლი კობახიძეს შეზღუდვების 15 ივლისამდე გაწერის იდეა აქვს

შემზღუდავი ღონისძიებები, რომელიც „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონპროექტით დგინდება, გარდამავალ დებულებაში დროებით, 15 ივლისამდე გაიწეროს,- აღნიშნული ინიციატივით პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ მიმართა. მან კანომნპროექტის ავტორებისგან თანხმობა მიიღო.  

"ამ კანონის მიღება არის ერთგვარი სასწრაფო აუცილებლობით ნაკარნახევი. ხვალ უკვე უქმდება საგანგებო მდგომარეობა, თუმცა, ჩვენ გვჭირდება შეზღუდვების შენარჩუნება გარკვეული პერიოდით. იდეის დონეზე მინდა შემოვიტანო ასეთი ინიციატივა, მეორე მოსმენამდე, დღესვე რომ განვიხილოთ. ის ნორმები, რომელიც დგინდება იყოს დროებითი, გაწერილი გარდამავალ დებულებებში, მაგალითად 15 ივლისამდე. 15 ივლისამდე, იმედი მაქვს, რადიკალურად განსხვავებული სურათი იქნება, პანდემიის კუთხითაც. მანამდე საკონსტიტუციო ცვლილებებიც იქნება მიღებული და გარდამავალი დებულებები დაკარგავს თავის აქტუალურობას. ეს არის სპონტანური იდეა და დღესვე ეს იდეა განვიხილოთ", - განაცხადა კობახიძემ. 

პარლამეტმა პირველი მოსმენით საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებები ცოტა ხნის წინ დაამტკიცა. 

კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system