თავში

ირაკლი ოქრუაშვილი: საქართველოს ფოსტამ სტრასბურგში გაგზავნილი ჩემი საჩივარი დაკარგა

ირაკლი ოქრუაშვილი: საქართველოს ფოსტამ სტრასბურგში გაგზავნილი ჩემი საჩივარი დაკარგა
ირაკლი ოქრუაშვილი: საქართველოს ფოსტამ სტრასბურგში გაგზავნილი ჩემი საჩივარი დაკარგა

ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გასაგზავნი სარჩელი დაკარგა. თუმცა, "პარტია გამარჯვებული" საქართველოს ლიდერი ფიქრობს, რომ დოკუმენტაცია სუს-მა ამოიღო. 

"სამი თვეა საქართველოს ფოსტამ სტრასბურგში გაგზავნილი ჩემი საჩივარი დაკარგა. სინამდვილეში სუს-მა ამოიღო. 

21-ე საუკუნეში ასეთი რამის გაკეთება მხოლოდ ყველაზე დებილი ქოცის თავში შეიძლება მოიხარშოს. ორი კვირის წინ ხელახლა ამოვაბეჭდინე, ჩემს ერთ მეგობარს სტრასბურგის ბილეთი ავუღე და საბუთებიანად გავგზავნე. 
ხანდახან მგონია, რომ ბიძინაც და მისი გარემოცვაც ჰომო სოვიეტიკუსის გარდა , ჰომო საპიენსებიც არიან და დროს ასცდნენ" - წერს პატიმრობაში მყოფი თავდაცვის ყოფილი მინისტრი. 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისს მოვლენებთან დაკავშირებით არის დაკავებული. გამოძიება მას სსკ-ის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system