თავში

ირაკლი შოთაძე თურქეთის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

ირაკლი შოთაძე თურქეთის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
ირაკლი შოთაძე თურქეთის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე, თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს, აბდულჰამიტ გიულს შეხვდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ირაკლი შოთაძემ თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი სამართლებრივი თანამშრომლობისთვის.

ასევე, ირაკლი შოთაძემ აბდულჰამიტ გიულს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.თავის მხრივ, თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა, აბდულჰამიტ გიულმა საქართველოს გენერალურ პროკურორს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის წარმატებული სამართლებრივი თანამშრომლობისთვის. 

"დარწმუნებული ვარ, ვიზიტის შემდეგ ჩვენს ქვეყნებს შორის წარმატებული სამართლებრივი ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება", - განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა.

ასევე, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ქვეყნებს შორის სამართლებრივი დახმარების და ექსტრადირების საკითხებში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეები, პროკურატურის წარმომადგენლები, თურქეთის რესპუბლიკის მინისტრის მოადგილე იაკუპ მოღული და თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

აბდულჰამიტ გიული საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system