თავში

ირანის ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

ირანის ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
ირანის ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა აქბარ ყასემი ალიაბადიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

,,ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოში ირანის ახალი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით და წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის დღის წესრიგში არსებული საკითხები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები. საქართველოში ირანის ელჩმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს თბილი მიღებისათვის და მზადყოფნა გამოთქვა, რომ ახალ პოსტზე საქმიანობისას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საქართველოსა და ირანს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system