თავში

IRI: მოსახლეობის 82%-ის აზრით პანდემიის დროს ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა 

IRI: მოსახლეობის 82%-ის აზრით პანდემიის დროს ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა 
IRI: მოსახლეობის 82%-ის აზრით პანდემიის დროს ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა 

მოსახლეობის 82%- თვლის, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის პანდემიის დროს ეკონომიკური სიტუაცია გაუარესდა,- კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გამოაქვეყნა.

მოსახლეობის 42% თვლის, რომ სიტუაცია ნაწილობრივ გაუარესდა, ხოლო 40%-ის აზრით, ძალიან გაუარესდა. 2% თვლის, რომ სიტუაცია გაუმჯობესდა ხოლო 1%-ის აზრით ძალიან გაუმჯობესდა.

მოსახლეობის 43% ოჯახში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას, ნაწილობრივ ცუდად აფასებს, ხოლო 22% ძალიან ცუდად. ოჯახში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას მხოლოდ 1% აფასებს ძალიან კარგად, 32% ნაწილობრივ კარგად, ხოლო 1%-მა კითხვას პასუხი არ გასცა.

67% ფიქრობს რომ პანდემიის შემდეგ ოჯახში ეკონომიკური სიტუაცია გაუარესდა.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ორგანიზაციამ (IRI) კვლევა 4 ივნისიდან 2 ივლისამდე ჩაატარა და სულ 1 500 ადამიანი გამოკითხა. კვლევის ცდომილება 2,5%-ია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system