თავში

ირმა ინაშვილი: გავრილოვი არის უკვე პიარ იარაღი

ირმა ინაშვილი: გავრილოვი არის უკვე პიარ იარაღი
ირმა ინაშვილი: გავრილოვი არის უკვე პიარ იარაღი

"გავრილოვი არის უკვე პიარ იარაღი როგორც ქართული ოცნების ხელში, ისე ნაციონალური მოძრაობის და მის ირგვლივ გაერთიანებული პარტიების ხელში", - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით< არ არის დაინტერესებულ გავრილოვის ბედით და არც მისი პოლიტიკური კარიერით, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი საკითხი საქართველოში დასრულებულია. 

'ძალიან ცუდი იყო, რომ შეიყვანეს პარლამენტში. შეფასება მისცა ამას ჩვენმა საზოგადოებამ და დამთავრდა ეს თემა. მაგრამ ვერ იყოფენ გავრილოვს ვერც ქართული ოცნება და ვერც პარტიების რიგი მთელი სპექტრი.

გავრილოვის თემაც იყო პროვოკაცია. მე ეს ერთხელ უკვე ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელიც ერთობლივად დაგეგმა ქართული ოცნების შემადგენლობამ და საკაშვილის და ბოკერიას პარტიებმა", - განაცხადა ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system