თავში

ამერიკელი კონგრესმენები ივანიშვილს პუტინის ინტერესების გამტარებლად მიიჩნევენ

ამერიკელი კონგრესმენები ივანიშვილს პუტინის ინტერესების გამტარებლად მიიჩნევენ
ამერიკელი კონგრესმენები ივანიშვილს პუტინის ინტერესების გამტარებლად  მიიჩნევენ

ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და საქართველოში დესტაბილიზაციას ცდილობს, – ამის შესახებ საუბარია აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

ამერიკელი კონგრესმენები რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ დეზინფორმაციის კამპანიების გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გახანგრძლივდეს.

დოკუმენტს ხელს 13 კონგრესმენი აწერს. მათ შორის არიან წარმომადგენელთა პალატის წევრები: ჯონსონი, უილსონი, უიტმენი, ვაგნერი, მუნი, ბეკონი, ბერგმანი, დანი, ჰიგინსი, ნორმანი, კრენშოუ, შტაილი და უოლცი.

რესპუბლიკელი კონგრესმენები ამბობენ, რომ სანქციები საკმარისად არ შეხებია პუტინის საგარეო პოლიტიკას და მისი მეგობრები ხელყოფენ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სუვერენიტეტს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system