თავში

ის იყო ადამიანი, რომელიც რიგითი სტუმარივით იჯდა ციხის მისაღებში - სააკაშვილი

ის იყო ადამიანი, რომელიც რიგითი სტუმარივით იჯდა ციხის მისაღებში
ის იყო ადამიანი, რომელიც რიგითი სტუმარივით იჯდა ციხის მისაღებში - სააკაშვილი

სააკაშვილი უკრაინის სახალხო დამცველის მესამე მხარედ ჩართვასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. 

ყოფილი პრეზიდენტი მიესალმება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მადლობას უხდის უკრაინის სახალხო დამცველს. 

"უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჩემს პროცესში მესამე მხარედ შეიყვანა.

ლუდმილა დენისოვას, ბოლო ვიზიტის დროს, უარი უთხრეს ჩემ მონახულებაზე. და აი, განსხვავებით საქართველოს ოლიგარქიული ხელისუფლებისგან, სტრასბურგის სასამართლომ ის დაუშვა.

ის იყო პირველი, ვინც ჩემს მიმართ მოპყრობას "წამება" უწოდა. მოგვიანებით ეს მოსაზრება გაიზიარეს როგორც Amnesty International-მა, ასევე წამყვანმა ქართველმა ექსპერტებმა.

გავიგე, რომ უკრაინაში ლუდმილა დენისოვას აკრიტიკებდნენ, მაგრამ ის იყო ადამიანი, რომელიც რიგითი სტუმარივით იჯდა ციხის მისაღებში ხის სკამზე სამი დღე ზედიზედ და, მართალია, ის არ შემოუშვეს, ეს იყო უზარმაზარი მორალური მხარდაჭერა, რამაც ჩემი სიცოცხლე, რომელსაც შიმშილის 45-ე დღეს და წამების გაგრძელების ფონზე საფრთხე ემუქრებოდა, გადაარჩინა. ამიტომ, პირადად მე, ყოველთვის დიდი მადლიერი ვიქნები მისი", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system