თავში

გამოცხადებულია მონობის ქრონიკა - დეკანოიძე

გამოცხადებულია მონობის ქრონიკა - დეკანოიძე
გამოცხადებულია მონობის ქრონიკა - დეკანოიძე

უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. ამიტომ ის, რაც გამოცხადებულია მონობის ქრონიკაა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით მიმდინარე აციაზე განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, ხელისუფლებას მიმდინარე მოვლენებზე პასუხი აუცილებლად მოეთხოვება. 

"წარმოუდგენელია, როცა საქართველოს ეკონომიკას ადარებენ ხოლმე საფრაგნეთის, შვეიცარიის და სხვა ქვეყნებს, რადგან თუ არ გაიხსნება ქვეყანა, უამრავი ადამიანი დარჩება საჭმლის გარეშე. უამრავმა ადამიანმა დაკარგა სამსახური. ამ პანდემიის მართვა სრულიად შესაძლებელია ტესტირებით და სხვადასხვა საშუალებებით. ამიტომ ის, რაც გამოცხადებული მონობის ქრონიკაა, არის ძალიან მძიმე, მათ შორის, ასეთ ქვეყანაში, სადაც მიტაცებულია სახელმწიფო და ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ აუცილებლად მოეთხოვება პასუხი", - განაცხადა დეკანოიძემ. 

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია სახელწოდებით "სოცაფეთქება" მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system