თავში

"ისინი მივიდნენ, პრეზიდენტად რომ არ აღიარებდნენ" - იოსელიანი

"ისინი მივიდნენ, პრეზიდენტად რომ არ აღიარებდნენ" - იოსელიანი
ისინი მივიდნენ, პრეზიდენტად რომ არ აღიარებდნენ - იოსელიანი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა შეიცვალა. 

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციებზე ისეთი პოლიტიკოსები მივიდნენ, რომლებიც მას პრეზიდენტად არ აღიარებდნენ.

"უკვე გამოჩნდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ცოტათი მაინც პოლიტიკური კულტურა შეიცვალა და ოდნავ გაუმჯობესდა. მაგალითად ისეთი პოლიტიკური პარტიები და ისეთი ლიდერები ვნახე სალომე ზურაბიშვილთან მისული, რომლებიც მას პრეზიდენტად საერთოდ არ აღიარებდნენ სულ რამდენიმე თვის წინ და ამბობდნენ, რომ ის არის პუტინისტი, მათი დანიშნული და ა.შ. მათ მოუწიათ მისვლა და ამ პროცესში ჩართვა, რადგან ხედავენ, რომ სხვანაირად უბრალოდ მარგინალიზაციის გზას დაადგებიან. საზოგადოების დაკვეთაა, რომ ქვეყანაში მოხდეს რაღაც ძირეულ საკითხებზე შეთანხმება. დაკვეთაა, რომ დასრულდეს ეს პოლარიზაცია, ზიზღის ენით საუბარი და ქართველების ერთმანეთთან დაპირისპირება, ისეთი პოლიტიკური თემების გამო, რომელიც რეალურად ვიწროპარტიული ინტერესების გამომხატველია და არა საერთო ეროვნულის", – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system