თავში

ისინი პრაქტიკულად ოპოზიციაში გადავიდნენ - თალაკვაძე

ისინი პრაქტიკულად ოპოზიციაში გადავიდნენ - თალაკვაძე
ისინი პრაქტიკულად ოპოზიციაში გადავიდნენ - თალაკვაძე

ისინი პრაქტიკულად გადავიდნენ ოპოზიციაში, შესაბამისად ჩემი მოლოდინია, რომ ახალი ოპოზიციური პარტია, როდესაც ის ჩამოყალიბდება, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას შეუერთდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც "ქართული ოცნებიდან" 6 დეპუტატის წასვლას გამოეხმაურა. 

"ისინი პრაქტიკულად გადავიდნენ ოპოზიციაში. ოპოზიციის მოთხოვნა არის ვადამდელი არჩევნები, შესაბამისად, თუ მთელ ოპოზიციას აწყობს ვადამდელი არჩევნები, დიდი ალბათობით, ახალი ოპოზიციური პარტია, როდესაც ის ჩამოყალიბდება, შეუერთდება ამ მოთხოვნას. ჩემი მოლოდინი ასეთია, თუმცა რიგგარეშე არჩევნები საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ცარიელი ბრალდება. მთელი ეს პროცესი დაიწყო სწორედ არჩევნების გაყალბების ბრალდებით და შემდეგ ოპოზიციამ ბევრი ნაბიჯით უკან დაიხია", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნება" 6 დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, შალვა კერესელიძემ და მიხეილ დაუშვილმა დატოვეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system