თავში

"ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს" - ირაკლი ღარიბაშვილი

"ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს" - ირაკლი ღარიბაშვილი
ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს - ირაკლი ღარიბაშვილი

ეკონომიკა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს. მთელი ქვეყნის ეკონომიკა იქნება დაახლოებით 65 მლრდ. ლარი ჩვენი გათვლებით და ეს ნიშნავს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 5 500 დოლარი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ესეც ისტორიული მაქსიმუმია და რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი.

„ჩვენი ამოცანაა, რომ მინიმუმ ეს გავაორმაგოთ, რათა დავეწიოთ საშუალო ევროპულ დონეს და განვითარების ტემპებს.

ჩვენი მთავრობის მთავარი ამოცანა იქნება მხოლოდ პოზიტიური დღის წესრიგი, მხოლოდ საქმე, მხოლოდ შრომა. მე არ მაინტერესებს რას იტყვის ჩვენი ოპოზიცია. თუ ამ საქმეებზე ექნებათ კონკრეტული კრიტიკა, საქმიანი, შინაარსიანი, მე მზად ვარ, რომ მათთან პარლამენტში გავაგრძელო“, - განაცხადა პრემიერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system