თავში

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ აკაკი საღირაშვილი დაინიშნა

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ აკაკი საღირაშვილი დაინიშნა
იუსტიციის მინისტრის მოადგილედ აკაკი საღირაშვილი დაინიშნა

უსტიციის მინისტრის მოადგილედ აკაკი საღირაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

,,აკაკი საღირაშვილი 2018 წლიდან დღემდე ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.

ის გერმანიის ფრიდრიხ-ვილჰელმის სახელობის ბონის უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის მაგისტრია (LL.M. (Magister iuris comperativi / 2004-2006 წლები); 1997-2002 წლებში სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.

2007-2015 წლებში მუშაობდა „საქართველოს რკინიგზაში“ სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციებზე. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას – 2009-2011 წლებში ის კავკასიის სამართლის სკოლის (CSL) სამოქალაქო სამართლის ლექტორი გახლდათ. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

აკაკი საღირაშვილი იუსტიციის მინისტრის მოადგილის მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა",
- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system