თავში

"ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში არის პელეც და გროსმეისტერიც" - კობახიძე

"ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში არის პელეც და გროსმეისტერიც" - კობახიძე
ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში არის პელეც და გროსმეისტერიც - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ მოჭადრაკეს უწოდებს. 

"რეაქციის" ავტორისა და წამყვანის კითხვაზე, აღმერთებს თუ არა ივანიშვილს, კობახიძემ თქვა, რომ "ღმერთი ერთია", თუმცა ივანიშვილს ქვეყნისთვის ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული.

"ბიძინა ივანიშვილი იყო მოჭადრაკე ქართულ პოლიტიკაში, ვინაიდან მას 7-8 სვლის გათვლა შეეძლო წინასწარ და თუ ავიღებთ ფეხბურთის ან ჭადრაკის სტანდარტებს პოლიტიკაში, ივანიშვილი არის პელეც და გროსმეისტერიც"- განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ tv პირველის ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system