თავში

ივანიშვილი: პროგრესი იმდენად თვალსაჩინოა, რომ ზედმეტ კომენტარს არც საჭიროებს

ივანიშვილი: პროგრესი იმდენად თვალსაჩინოა, რომ ზედმეტ კომენტარს არც
ივანიშვილი: პროგრესი იმდენად თვალსაჩინოა, რომ ზედმეტ კომენტარს არც საჭიროებს

წინა ხელისუფლებამ, ცხრა წლის განმავლობაში, სულ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი დააგო. ჩვენ კი, მხოლოდ მიმდინარე წლის ბოლომდე 70 კილომეტრამდე ჩქაროსნულ მაგისტრალურ გზას გავხსნით, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის წარდგენისას განაცხადა. 

მისივე თქმით, პროგრესი აქ იმდენად თვალსაჩინოა, რომ ზედმეტ კომენტარს არც საჭიროებს. 

"2021 წელს ჩვენი მოსახლეობის 90%-ზე მეტი ისარგებლებს ბუნებრივი აირით, რაც ევროპის მასშტაბითაც კი, ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. ზოგადად, საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ჩვენ მიერ რვა წლის მანძილზე გაწეული ხარჯი, ექვსი მილიარდ 800 მილიონ ლარს შეადგენს და ორჯერ აღემატება წინა ხელისუფლების ცხრაწლიან პერიოდში გაწეულ ხარჯს. წინა ხელისუფლებამ, ცხრა წლის განმავლობაში, სულ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი დააგო. ჩვენ კი, მხოლოდ მიმდინარე წლის ბოლომდე 70 კილომეტრამდე ჩქაროსნულ მაგისტრალურ გზას გავხსნით. შედეგად, 2013 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, ჯამურად, 200 კილომეტრს, ანუ ორმაგი ბიუჯეტით თითქმის სამჯერ მეტს ვაკეთებთ. კარგად დაუკვირდით ამ რიცხვებს – საქმე მხოლოდ ინვესტიციის მასშტაბებში და დაგებული გზების რაოდენობაში როდია. პროგრესი აქ იმდენად თვალსაჩინოა, რომ ზედმეტ კომენტარს არც საჭიროებს, მაგრამ ელემენტარული არითმეტიკა იმასაც ხომ ცხადყოფს, რომ როცა ბიუჯეტის ნახევრით, მხოლოდ იმის მესამედ საქმეს აკეთებ, რაც შესაძლებელი ყოფილა, დანარჩენი ფული უბრალოდ მოპარულია," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system