თავში

ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა მოულოდნელი არ ყოფილა - სერგეენკო

ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა მოულოდნელი არ ყოფილა - სერგეენკო
ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა მოულოდნელი არ ყოფილა - სერგეენკო

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება, ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან მას პოლიტიკოსობა არასდროს იტაცებდა, - ასე შეაფასა საბურთალოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სერგეენკომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა.

,,ბოლო პერიოდში ბიძინა ივანიშვილთან პირადი კომუნიკაცია არ მქონია, მაგრამ სულ ვიცოდი, რომ მას პოლიტიკოსობა არასდროს იტაცებდა და სიმართლე გითხრათ, ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ უშუალო კომუნიკაცია, როგორც უკვე გითხარით, ამ დღეებში მასთან არ მქონია", - განაცხადა სერგეენკომ. 

ცნობისთვის, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system