თავში

ივანიშვილმა პირადი სტომატოლოგის ხელში დაგვტოვა - აქცია პარლამენტთან

ივანიშვილმა პირადი სტომატოლოგის ხელში დაგვტოვა - აქცია პარლამენტთან
ივანიშვილმა პირადი სტომატოლოგის ხელში დაგვტოვა - აქცია პარლამენტთან

"ევროპული საქართველოს" ახლაგზარდულმა ფრთამ დღეს, პარლამენტის წინ აქცია-პერფომანსი გამართა.

აქტივისტებმა გააპროტესტეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები და მოითხოვეს, რომ ხალხს დაუბრუნდეს წართმეული არჩევნები.

აქტივისტებმა ადგილზე მიიტანეს პლაკატები წარწერებით: „ქართული ოცნება" დეპრესიაშია", „ქართული ოცნება" ანუ დაუჯერებელი ამბავი“. ამასთან, სიმბოლურად ჰაერში გაუშვეს ბუშტებზე მიმაგრებული „მანდატები“, მათი თქმით, „მანდატები პოლიტიკიდან წასულ ბიძინა ივანიშვილს გაატანეს ".

როგორც აქტივისტები აცხადებენ, ბრძოლას გააგრძელებენ იქამდე, ვიდრე არ იქნება ის შედეგი, რაც მოსახლეობას სურდა.

„ბიძინა ივანიშვილმა სიმბოლურად თუ არასიმბოლურად მართა ქვეყანა, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში მიატოვა. ხელისუფლებას პანდემია ხელიდან გაექცა, ივანიშვილმა თავისი პირადი სტომატოლოგის ხელში მიგვატოვა, რაც წარმოუდგენელი რამ არის. მან მოგვპარა არჩევნები და ოპოზიციასა და ქართველ ხალხს მიუგდო ის მანდატები, რაც არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

შესაბამისად ოპოზიციის მიერ მანდატებზე უარის თქმა, ბოიკოტი და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა ერთადერთი რაციონალური და პრაგმატული გადაწყვეტილებაა შექმნილი არასასურველი ვითარების განსამუხტავად. თუმცა, რა თქმა უნდა, ამასთან ერთად უნდა დაკმაყოფილდეს დანარჩენი ორი პირობაც: საარჩევნო სისტემის ცვლილება და პოლიტპატიმართა გათავისუფლება“, - განაცხადეს აქტივისტებმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system