თავში

ჯაბა ჯიშკარიანი: გახარია "ორი გვამის" თანაავტორებს მფარველობს

ჯაბა ჯიშკარიანი: გახარია "ორი გვამის" თანაავტორებს მფარველობს
ჯაბა ჯიშკარიანი: გახარია ორი გვამის თანაავტორებს მფარველობს

სამწუხაროდ, აღარც „ქართული ოცნება“ და აღარც ბიძინა ივანიშვილი, არ არის გარანტი, რომ ამ ქვეყანაში, არ მოხდეს რევანში - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა, ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა. 

ჯაბა ჯიშკარიანი ამბობს, რომ გიორგი გახარია "ორი გვამის" თანაავტორებს მფარველობს. მიზეზად გენერალური ინსპექციის 16 თანამშრომლის გათავისუფლებას ასახელებს.

ჯიშკარიანის განცხადებით, აღნიშნული პირების გათავისუფლებას ხელს მაშინდელი შს მინისტრი, გიორგი გახარია აწერს. მისი თქმით, პოლიციელბმა, ამ დრომდე ვერ მიიღეს განმარტება, მათი გათავისუფლების მიზეზებზე. 

"მე, დღეს დაგანახებთ „ნაცებთან მებრძოლ“, იმიჯმორგებულ პრემიერ გახარიას, რომელმაც „ორი გვამის“ თანაავტორის - ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ხელით, შინაგან საქმეთა სამინისტროდან, გაათავისუფლა გენერალური ინსპექციის 16 თანამშრომელი, რომლებმაც, გაშიფრეს „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა, შინაგან საქმეთა სამინისტროდან დახურული ინფორმაციის გატანის სქემის შესახებ.

მინდა გითხრათ, რომ გათავისუფლებას ხელს აწერს გახარია. დღემდე ვერ მიიღო ამ 16-მა პოლიციელმა რეალური განმარტება, თუ რატომ გაათავისუფლეს ისინი. მე ვიყავი გიორგი გახარიასთან, ამ საკითხზე და ავუხსენი მას, რომ კეზერაშვილისა და მერაბიშვილის მეგობარი, „ორი გვამის“ თანაავტორი - ალექსანდრე ხოჯევანიშვილი იყო გადაკიდებული ამ პოლიციელებს და ვთხოვე ამ საკითხის გარკვევა. რამდენიმე გათავისუფლებული პოლიციელი იყო ჩემთან ერთად და მე ასევე ვთხოვე შს მინისტრს, შეხვედროდა მათ. ბატონი გახარია დამპირდა, რომ რამდენიმე დღეში შეხვდებოდა ამ პოლიციელებს და გაერკვეოდა საკითხში, თუმცა, დღემდე არ შეხვედრია მათ არავინ. პირიქით, ამ ყველაფრის შემდეგ ხოჯევანიშვილი დააწინაურეს" - განაცხადა ჯიშკარიანმა. 

ჯაბა ჯიშკარიანს აინტერესებს, რატომ დააწინაურეს აღნიშნული საქმის ფიგურანტები და რატომ არ შეასრულა გიორგი გაარიამ დაპირება. 

"რატომ არიან დაწინაურებულები ორი გვამის თანაავტორები - ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, რომელიც არის სუსის ხელმძღვანელის - გომელაურის მოადგილე და - ნიკა შარაძე, რომელიც ასევე არის სუსის მაღალჩინოსანი?! ბატონო გახარია, რატომ დამპირდით, რომ დაინტერესდებოდით ამ საქმით და რატომ არის ეს საკითხი დღემდე უპასუხოდ დატოვებული?" - აღნიშნავს ჯიშკარიანი. 

მისი თქმით, ეს ერთჯერადი მხილება არ არის და ამას კამპანიური ხასიათი ექნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system