თავში

ჯაფარიძე: პოლიტიკური შეთანხმების გარეშე პარლამენტში შესვლა არ განიხილება

ჯაფარიძე: პოლიტიკური შეთანხმების გარეშე პარლამენტში შესვლა არ განიხილება
ჯაფარიძე: პოლიტიკური შეთანხმების გარეშე პარლამენტში შესვლა არ განიხილება

,,ლელოს" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განცხადებას აკეთებს.

მისი თქმით, შეთანხმების მთავარი საგანია ახალი არჩევნები, ცესკო-ს ადმინისტრაციის ცვლილებები, რეფორმები სარჩვენო კანონდმდებლობაში.

,,მედიატორები - ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ელჩები ყველაფერს აკეთებენ თავის მხრივ იმისთვის, რომ ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები გაგრძელდეს. ჩვენ გვსურს პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა, ჩვენ გვაქვს მოლაპარაკების პაკეტი და მზად ვართ "ქართულ ოცნებასთან" ის ვაქციოთ პოლიტიკურ შეთანხმებად, იმისთვის, რომ გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან.

მოლაპარაკების საგანია ახალი არჩევნები, ცესკო-ს ადმინისტრაციაში ცვლილებები და რეფორმები საარჩევნო კანონმდებლობაში, იმისთვის რომ ერთხელ და სამუდამოდ გამოვრიცხოთ მანიპულაციები ბიულეტენებით და სხვა ტიპის სიყალბეები, რომელსაც მრავლად ჰქონდა ადგილი ბოლო არჩევნებზე. ასევე მნიშვნელოვანია შეწყდეს პოლიტიკური დევნა და პროკურატურის პოლიტიკური მიზნით გამოყენება. ჩვენ როგორც ადრე განვაცხადეთ, პარლამნეტში შესვლა არ განიხილება თუ არ არსებობს პოლიტიკური შეთანხმება. ამიტომ ახალი არჩევნები არის აუცილებლობა, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გამოვიყვანოთ პოლიტიკური კრიზისიდან და ერთხელ და სამუდამოდ დავაბრუნოთ ჩვენს მოსახლეობაში ნდობა არჩევნების მიმართ", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system