თავში

ჯაფარიძე: რამდენი სასარგებლო იდიოტი დაუჭერს ამ ცვლილებებს მხარს

ჯაფარიძე: რამდენი სასარგებლო იდიოტი დაუჭერს ამ ცვლილებებს მხარს
ჯაფარიძე: რამდენი სასარგებლო იდიოტი დაუჭერს ამ ცვლილებებს მხარს

საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები ემსახურება არსებული ფარჩაკული პოლიტიკური სივრცის კიდევ უფრო გაფარჩაკებას, - ასე ეხმაურება პარტია ,,გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საარჩევნო კანონში ცვლილებებს გენდერულ კვოტირებასა და პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით.

პოლიტიკოსის თქმით, ინიციატივა მმართველი გუნდის ხელისუფლების გახანგრძლივებასა და არსებული სისტემის "ჩაბეტონებას" ისახავს მიზნად.

,,ივანიშვილის ერთერთი მონა-მოსამსახურის მიერ დაანონსებული საარჩევნო კანონმდებლობის ყველა ცვლილება, ე.წ. გენდერული კვოტების შემოღებისა და პარტიათა დაფინანსების წესის ცვლილების ჩათვლით, ემსახურება ერთადერთ მიზანს - ქვეყანაში არსებული ფარჩაკი პოლიტიკური სივრცის კიდევ უფრო გაფარჩაკებას და ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის ხანგძლივად ჩაბეტონებას

ეს ასეა, მიუხედავად იმისა, როგორ გაპრავდება ეს ცვლილებები ,,ოცნების" ან სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების მხრიდან და რამდენი ,,სასარგებლო იდიოტი" დაუჭერს ამ ცვლილებების რომელიმე ნაწილს საჯაროდ მხარს",- წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძემ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ცვლილებებზე ისაუბრა. კობახიძის თქმით, თვითმმართველობის არჩევნებზე გენდერული კვოტა სავალდებულო იქნება და პარტიების დაფინანსების ახალი წესი ამოქმედდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system