თავში

ჯალათებზე ამნისტია არ ვრცელდება - გიორგი ვაშაძე

​ჯალათებზე ამნისტია არ ვრცელდება - გიორგი ვაშაძე
ჯალათებზე ამნისტია არ ვრცელდება - გიორგი ვაშაძე

"ჯალათებზე ამნისტია არ ვრცელდება", – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი და ოპოზიცია ეცდება, ამნისტიის შესახებ საერთო კანონპროექტი შედგეს.

„ჯალათებზე ამნისტია არ ვრცელდება, ანუ კონვენციით დაცულ მუხლებზე არ გავრცელდება და ამაზე თუ საჭირო გახდა ჩანაწერიც იქნება. სამ პოლიციელზე გავრცელდება და ორ-სამ მუხლზე, რომელიც არის პროტესტის მონაწილე 16 ადამიანზე. ბუნებრივია, ნიკა მელიაზეც ავტომატურად. ჩვენ ჩვენი კანონპროექტი გვაქვს, მათაც თავისი აქვთ, გავცვლით ახლა ამას ერთმანეთში. გულწრფელად ვფიქრობ, იმდენად დაძაბულია საზოგადოება, რომ უნდა შევეცადოთ, საერთო კანონპროექტი გვქონდეს. მინდა ყველას ვთხოვო, სანამ რაღაცას ამოვიკითხავთ, როცა კანონი გამოქვეყნდება და როცა სპეკულაციებს დავიწყებთ, ძალიან გთხოვთ, გავიაროთ ვიმსჯელოთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system