თავში

ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი
ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტთან  რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში , ამ წუთებში, "ვივამედის" ექიმია შესული. დილით მიხეილ სააკაშვილი უფლებადამცველებმა მოინახულეს. როგორც მისმა ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რა თქმა უნდა, დამძიმებულია. დღეს ელოდება ალტერნატიულ კონსილიუმს, რომელიც შევა, აიღებენ ანალიზებს და მიუთითებენ პასუხში, სასიცოცხლო მაჩვენებელი ზღვარს ქვემოთ ხომ არ არის. ის სასიცოცხლო მაჩვენებელი დღემდე ექიმებს ეკავათ სამედიცინო ჩარევით, ხოლო უკვე ამის შემდეგომ როგორ გაგრძელდება და რა პასუხებს მივიღებთ ანალიზებიდან, ჩვენთვის უცნობია. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ აგრძელებს შიმშილობას. სისუსტე ძლიერდება, თუმცა მორალურად ძალიან მხნედ არის და აპირებს გააგრძელოს ისე, როგორც აქამდე მოვიდა", - თქვა გიორგი გელხაურმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 34-ე დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system