თავში

ჯანსაღი აზრის ფარგლებში პატარა იმედი მინდა დავიტოვო - უგულავა

ჯანსაღი აზრის ფარგლებში პატარა იმედი მინდა დავიტოვო - უგულავა
ჯანსაღი აზრის ფარგლებში პატარა იმედი მინდა დავიტოვო - უგულავა

"ქართული ოცნების"იმედი ჩემს მტერს ჰქონდეს, მაგრამ ჯანსაღი აზრის ფარგლებში მოლოდინი და პატარა იმედი მინდა დავიტოვო, რომ ოდნავ ჯანსაღი აზრის ნაპერწკალი გაიმარჯვებს, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

უგულავას თქმით, ნიკა მელიას სამართლებრივად გამოშვებას ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ სამართლებრივი პროცესი სამწუხაროდ არ არის.

"ფაქტია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო დაჭერაც და პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება გამოშვება. სხვათა შორის გამოჩნდება ის ტყუილიც, რომელსაც პროკურატურა კულტივირებს. თუ პროკურატურამ პატიმრობა მოითხოვა, გამოჩნდება რომ იტყუებიან, რომ იძახიან, ნიკას ხელშია გასაღები, როცა უნდა გამოვაო. თუ პროკურატურამ გირაო მოითხოვა, სასამართლოს ერთადერთი შესაძლებლობა ექნება, რომ გამოუშვას და მერე დაელოდოს გირაოს. სამართლებრივად გამოშვებას ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ აქ სამართლებრივი პროცესი სამწუხაროდ არ არის", - განაცხადა უგულავამ. 

ცნობისთვის, ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის არსებითი განცხილვა მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system