თავში

ჯეიმს აპატურაი: მამხნევებს ინფორმაცია ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაგეგმილი შეხვედრის შესახებ

ჯეიმს აპატურაი: მამხნევებს ინფორმაცია ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაგეგმილი შეხვედრის შესახებ
ჯეიმს აპატურაი: მამხნევებს ინფორმაცია ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაგეგმილი შეხვედრის შესახებ

NATO -ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელში საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. აპატურაი შეშფოთებას გამოთქვამს და იმედოვნებს, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება ჩიხიდან გამოსვლას შეძლებს.

"ყურადღებით და შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მნიშვნელოვანია, რომ არსებობს დიალოგი, რომლის მიზანიც შექმნილი ჩიხიდან გამოსავლის პოვნაა. მამხნევებს ინფორმაცია ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაგეგმილი შეხვედრის შესახებ. საქართველოში არსებობს ძლიერი და სიცოცხლით სავსე დემოკრატია, რაც ერთხელ კიდევ უნდა გამოჩნდეს კონსენსუსის მიღწევის გზაზე“, - წერს ჯეიმს აპატურაი.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system