თავში

ჯერ ადრეა ამაზე საუბარი - კახა კალაძე

ჯერ ადრეა ამაზე საუბარი - კახა კალაძე
ჯერ ადრეა ამაზე საუბარი - კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, როდესაც თვითმმართველობის არჩევნებზე კანდიდატები დასახელდება საზოგადოება ამის შესახებ პირველად მისგან და პარტიის თავმჯდომარისგან გაიგებს.

"ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომაზეა. შესაბამისად, როდესაც იმის დრო მოვა, რომ დასახელდეს კანდიდატები არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით, რა თქმა უნდა, პირველები ჩემგან და პარტიის თავმჯდომარისგან გაიგებთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system