თავში

ჯოზეპ ბორელმა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა

ჯოზეპ ბორელმა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა
ჯოზეპ ბორელმა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელთან შეხვედრისას კონფლიქტების გადაწყვეტაში ევროკავშირის მეტი ჩართულობის საკითხი დააყენა.

პრეზიდენტმა უმაღლეს წარმომადგენელთან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის საკითხები განიხილა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა.

შეხვედრისას ხაზი გაესვა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მნიშვნელობას საქართველოში და ჟენევის მოლაპარაკებებს, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირს არა მხოლოდ მედიატორის, არამედ გარკვეულწილად გარანტორის როლიც აქვს.

უმაღლესი წარმომადგენელი მიესალმა იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რაც საქართველომ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ვალდებულებების შესრულებისას მიაღწია, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობაში მიღწეული წინსვლისათვის.

პრეზიდენტმა ჟოზეპ ბორელი საქართველოში მოიწვია.

ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system